BETEK-ის ახალი პროდუქციის პრეზენტაცია

კომპანია “BETEK”-მა და ადგილობრივმა სამშენებლო მასალების კომპანია ნოვამ ბეტეკის ახალი პროდუქციის ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს.

20 და 22 თებერვალს კომპანიებმა დაინტერესებულ პირებს ახალი პროდუქცია თბილისსა და ბათუმში წარუდგინეს.

BETEK-ის პროდუქციას დაემატა ყინვაგამძლე კერამიკული ფილების მისაწებებელი, ყინვაგამძლე გრანიტისა და მარმარილოს მისაწებებელი, საიზოლაციო მასალების შესაბათქაშებელ-მისაწებებელი და თვითსწორებადი იატაკი, რომლებიც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უკვე თვის ბოლოდან ნოვას სარეალიზაციო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება.

BETEK new FAYFIKS წებო-ცემენტის ფორმულის შექმნისას ყველა საერთაშორისო სტანდარტი და ნორმის დასაშვები ზღვარი გათვალისწინებულია.

კომპანია ბეტეკი “NOVA” -სთან თითქმის მისი დაარსებიდან თანამშრომლობს. კომპანია დაკავებულია სახურავების, თაბაშირ-მუყაოს, მეტალოპლასტმასის პროფილებისა და აქსესუარების, პოლიეთილენის წყლის ავზების წარმოებით. NOVA მსოფლიოში ცნობილი ბრენდების IZOCAM, BETEK, RIGIPS, INGCO და სხვ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ნოვა თბილისსა და ბათუმში ორ საგამოფენო დარბაზს ფლობს