ბეტეკისა და ნოვას თეორიულ-პრაქტიკული სწავლება გრძელდება

კომპანია ნოვასა და ბეტეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხელოსნები პრაქტიკულ-თეორიულ სწავლებას გადიან საქართველოს მასშტაბით. 7 ივნისს ნოვას ბათუმის ფილიალში 35-მდე ხელოსანი ბეტეკის ახალი პროდუქციის თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას დაესწრო. ხელოსნები გაეცნენ პროდუქციის სწორად მოხმარების წესებს.

ტრენინგზე დასწრება თავისუფალია და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტრენინგში მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები და სერთიფიკატები.