ფისოვანი ცემენტი BETEK FAYFIKS

ფისოვანი ცემენტი BETEK FAYFIKS - სტანდარტული C1T ინტერიერში გამოიყენება მსუბუქი კერამიკული ფილების მისაწებებლად კედელსა და იატაკზე.ხოლო ექსტერიერში იატაკზე - თუ ყინვა გამძლეობა მოთხოვნილი არ არის!
წებოცემენტით ფიქსაცია რეკომენდირებულია ცემენტის ფუძიან ბათქაშის, ბეტონის მჭიმზე და ბეტონის ზედაპირებზე! გამოყენებისას გარემო ტემპერატურა უნდა იყოს +5-დან +30 გრადუსს შორის, დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება პირდაპირი მზის ქვეშ. 

ლაბორატორიულად დამტკიცებულია, რომ ბეტეკ ფაიფიქსს ახასიათებს ვერტიკალურად ჩამოცურების წინააღმდეგ გაძლიერებული სიმტკიცე და შეესაბამება სტანდარტებს, რომლებიც შეფუთვაზეც დატანილია.

ფისოვანი ცემენტის მომზადება
25 კილოგრამიანი ტომრის გაზავებისას საჭიროა 5,5 – 6,5 ლიტრი წყალი. მასა პერფერატორით 5 წუთის განმავლობაში ერევა. აუცილებელია მორეული დუღაბის 5 წუთით დასვენება. გამოყენებამდე ვურევთ 2 წუთი. გახარჯვისთვის რეკომენდირებული დროა 20 წუთი.
წებო-ცემენტი დაზოლილ მდგომარეობაში - მარაოსებურად ესმევა კედლებზე.

ფისოვანი ცემენტის გამოყენება
დიდი ზომის ფილების გაკვრისას დუღაბი კედელსა და ფილაზე ესმება სრულად. მასის სისქე განისაზღვრება კბილანებიანი მალკით. ფიქსაციისთვის ვიყენებთ რეზინის ჩაქუჩს და კაფელის ჯვრებს. პროცესი სრულდება ბეტეკის შოვების შემავსებელი ფუგის წასმით.
ტექნიკური მახასიათებლები
ფერი:
ნაცრისფერი, თეთრი
მშრალი ფხვნილის კუთრი წონა:
1.4 ± 0.1 გ/სმ³
წებოვნების სიძლიერე:
≥ 0.5 N/მმ²
წყლის შერწყმის პროპორცია:
5.5 - 6.5 ლ
მზა დუღაბის გაშრობის დრო (რეზერვუარში):
 3 საათი
მზა დუღაბის ლოდინის დრო:
20 წუთი
შოვების ამოვსების დრო
მინ. 48 სთ-ის შემდეგ
                   


*
ზემოთ მითითებული დროები მოქმედებს 23±2 °C ტემპერატურასა და 50±5% ფარდობითი ტენიანობაზე. მაღალი ტემპერატურის პირობებში დრო კლებულობს, ხოლო დაბალი ტემპერატურის პირობებში იზრდება.

ხარჯვა
კერამიკის ზომა
კბილის ზომა
ხარჯვა
10 სმ x 10 სმ-მდე
6 x 6 x 6 მმ
≈ 3-4 კგ/მ²
10 სმ x 10 სმ და 20 სმ x 20 სმ შორის
8 x 8 x 8 მმ
≈ 4-5 კგ/მ²
20 სმ x 20 სმ და 30 სმ x 30 სმ შორის
10 x 10 x 10 მმ
≈ 6-7 კგ/მ² (წებოს ორმხრივად წასმით)