ყინვაგამძლე BETEK FAYFIKS TA-15

ყინვაგამძლე BETEK FAYFIKS TA-15 გამოიყენება მარმარილოს და გრანიტის ფილების მისაწებებლად ექსტერიერშიც და ინტერიერშიც, როგორც ჰორიზონტალურ, ისე ვერტიკალურ მდგომარეობაში, ისეთ ადგილებშიც სადაც დატვირთვა და ფეხით მოსიარულეთა რაოდენობა მაღალია, ასევე საცურაო აუზებში, სველ წერტილებში, საუნაში - იატაკქვეშა გათბობის შემთხვევაშიც! BETEK FAYFIKS TA-15 შეესაბამება TS EN 12004 სტანდარტის C2TE კლასს. პროდუქციას ახასიათებს ვერტიკალურად ჩამოცურების წინააღმდეგ გაძლიერებული სიმტკიცე. ლაბორატორიულად დამტკიცებულია, რომ ყინვაგამძლე ბეტეკ ფაიფიქს TA-15 შეესაბამება სტანდარტებს, რომლებიც შეფუთვაზეც დატანილია. წებო ცემენტის ხანძარზე რეაგირების კლასია A1.

სამუშაო ზედაპირი
წებოცემენტით ფიქსაცია რეკომენდირებულია ცემენტის ფუძიან ბათქაშის, ბეტონის მჭიმზე და ბეტონის ზედაპირებზე!ფორებიანი და წყალ შთანთქმადი ადგილები უნდა დასველდეს. მიწებების სამუშაოები კი არსებული წყლის ფენის გაქრობის შემდეგ , სუფთა და მყარ ზედაპირზე დაიწყოს. გამოყენებისას გარემო ტემპერატურა უნდა იყოს +5-დან +30 გრადუსს შორის, დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება პირდაპირი მზის ქვეშ.
ფისოვანი ცემენტის მომზადება
25 კილოგრამიანი ტომრის გაზავება რეკომენდირებულია 7-7,5 ლიტრ წყალში. დაბალი სიმძლავრის მიქსერით ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებულ დუღაბს ვასვენებთ 5 წუთით! გამოყენებამდე 1-2 წუთი მორევაა საჭირო.
ფისოვანი ცემენტის გამოყენება
დიდი ზომის ფილების გაკვრისას დუღაბი კედელსა და ფილაზე ესმება სრულად. მასის სისქე განისაზღვრება კბილანებიანი მალკით. გაზავებული პროდუქციის გახარჯვის დრო არაუმეტეს 30 წუთია. ფიქსაციისთვის ვიყენებთ რეზინის ჩაქუჩს და კაფელის ჯვრებს. პროცესი სრულდება მინიმუმ 24 საათში ბეტეკის შოვების შემავსებელი ფუგის წასმით.

ტექნიკური მახასიათებლები
ფერი:
ნაცრისფერი
მშრალი ფხვნილის სიმკვრივე:
1.4 ± 0.1 გ/სმ³
კონტეინერის გაშრობის დრო (სათლში):
 2 საათი
წყლის შეზავების თანაფარდობა:
7.0 - 7.5 ლ
ღია ლოდინის დრო:
30 წუთი
შოვების შევსების დრო:
მინიმუმ 24 საათი
მიწებების სიძლიერე:
≥ 1.5 ნ/მმ²
სრიალი:
≤ 0.5 მმ
ხანძარზე რეაგირების კლასი:
A1
                           

* ზემოთ მითითებული დროები მოქმედებს 23±2 °C ტემპერატურასა და 50±5% ფარდობითი ტენიანობაზე. მაღალი ტემპერატურის პირობებში დრო კლებულობს, ხოლო დაბალი ტემპერატურის პირობებში იზრდება.

ხარჯვა
კერამიკის ზომა
კბილის ზომა
ხარჯვა
10x10 სმ და 20x20 სმ-ს შორის
8x8x8 მმ
4-5 კგ/მ²
20x20 სმ და 60x60 სმ-ს შორის
10x10x10 მმ
7-8 კგ/მ²(ორმხრივი წებოვანი სამაგრით)