BETEK FAYFIKS P-40 როგორც წესი გამოიყენება ექსტერიერში და ინტერიერში თბო და ხმის საიზოლაციო ფილების მისაწებებლად და შესაბათქაშებლად. გააჩნია მაღალი წყლის ორთქლის გამტარობა, გრძელვადიანი მდგრადობა ამინდის პირობების მიმართ დასტურდება ჰიდროთერმული კედლის ტესტებით; შემადგენლობაში არსებული ბოჭკოვანი ძაფების საშუალებით ტემპერატურული სხვაობებისგან გამოწვეულ დაჭიმულობებს და ვიბრაციებს შთანთქავს და გაბზარვის რისკებს მინიმუმადე ამცირებს.ლაბორატორიულად დამტკიცებულია, რომ პროდუქცია შეესაბამება სტანდარტებს.
ფითხის ხარჯვა პოლისტიროლის ფილაზე 4 – 4,5 - ხოლო ქვაბამბის ფილაზე 5,5 -6,5 კილოგრამია მეტრ კვადრატზე. ხარჯვის მოცულობები შესაძლოა იცვლებოდეს ზედაპირის და გამოყენების პირობების შესაბამისად.
სამუშაო ზედაპირი
ფიქსაცია რეკომენდირებულია ბეტონზე, ნედლ ბეტონზე და გაზობლოკის სუფთა და მყარ ზედაპირებზე; დასამუშავებლად მარტივია და ლილვაკით ფორმის მიცემაც შესაძლებელია.ფითხის მომზადება
BETEK FAYFIKS P-40 ზავდება 6-7 ლიტრ წყალში. ვურევთ 10 წუთით და მასას 5 წუთი ვასვენებთ. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დუღაბის კონცენტრირება წყლის დამატებით. მომზადებული ბათქაში ამინდის პირობების შესაბამისად 2-2,5 საათში უნდა გაიხარჯოს. საიზოლაციო მასალების მიწებების შემდეგ დუბელის ფიქსაცია ხდება 24 საათის შემდეგ.ფითხის გამოყენება
BETEK FAYFIKS P-40 10 მმ-იანი კბილანებიანი მალკით 4 მმ სისქით დაიტანება საიზოლაციო ფილაზე. საიზოლაციო სამუშაოები ტუტესადმი მედეგი ბადის საშუალებით იწარმოება. გამოყენებისას გარემო ტემპერატურა უნდა იყოს +5-დან +30 გრადუსს შორის, დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება პირდაპირი მზის ქვეშ, ძლიერი ქარისა და წვიმის დროს; მასა გაშრობამდე ყინვისგან და წვიმისგან უნდა დავიცვათ. თუ გარემო ტემპერატურა ასცდება +25 გრადუს ცელსიუსს -უეცარი წყლის დაკარგვის შესაჩერებლად - გარკვეული პერიოდულობით მსუბუქად წყლის მისხურებით უნდა დაინამოს.ზედაპირის შრობის ხანგრძლივობა 20 გრადუს ცელსიუსსა და 65% -იანი ტენიანობისას 1 დღეა! სრული შრობის დრო - 2-3 დღეა!* რადგან შრობა ხდება ფიზიკურად წყლის აორთქლებით, დაბალ ტემპერატურაზე და ტენიანობის მაღალი ფარდობისას შრობის ხანგრძლივობა იზრდება.
ტექნიკური მახასიათებლები
მიწებება (პოლისტიროლის ფილაზე): | > 0.08 ნ / მმ² | EN 13494 |
წყლის შეწოვა | < 0.1 კგ / მ².h0,5 | EN 1062-3 |
დარტყმა მედეგობა | 2 ჯოული | EN 13497 |
წყლის შერწყმის პროპორცია: | 6 – 7 ლ | |
ფერი | ნაცრისფერი |

ხარჯვა
პოლისტიროლის ფილაზე: | 4.0 - 4.5 კგ / მ² |
ქვაბამბის ფილაზე: | 5.5 – 6.5 კგ / მ² |
გაფრთხილება! დაუშვებელია გამშრალი მასის განმეორებით გაზავება და გამოყენება !