ფისოვანი ცემენტი BETEK FAYFIKS TA-10

ყინვაგამძლე BETEK FAYFIKS TA-10 გამოიყენება კერამიკული ფილების მისაწებებლად ინტერიერში და ექსტერიერში, საცურაო აუზებში, წყლის ავზებში, სააბაზანოში, როგორც ვერტიკალურად ისე ჰორიზონტალურად. პროდუქციას ახასიათებს ვერტიკალურად ჩამოცურების წინააღმდეგ გაძლიერებული სიმტკიცე. ხანძარზე რეაგირების კლასი A1 -ა. ყინვაგამძლე BETEK FAYFIKS TA-10 , შეესაბამება TS EN 12004 სტანდარტის C1T კლასს. ლაბორატორიულად დამტკიცებულია, რომ პროდუქცია შეესაბამება სტანდარტებს, რომლებიც შეფუთვაზეც დატანილია.

სამუშაო ზედაპირი
წებოცემენტით ფიქსაცია რეკომენდირებულია ცემენტის ფუძიან ბათქაშის, ბეტონის მჭიმზე და ბეტონის ზედაპირებზე! ფორებიანი და წყალ შთანთქმადი ადგილები უნდა დასველდეს. მიწებების სამუშაოები კი არსებული წყლის ფენის გაქრობის შემდეგ , სუფთა და მყარ ზედაპირზე დაიწყოს. გამოყენებისას გარემო ტემპერატურა უნდა იყოს +5-დან +30 გრადუსს შორის, დაუშვებელია სამუშაოების ჩატარება პირდაპირი მზის ქვეშ.
ფისოვანი ცემენტის მომზადება
25 კილოგრამიანი ტომრის გაზავება ხდება 5,5-6,5 ლიტრ წყალში. დაბალი სიმძლავრის მიქსერით ვურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებულ დუღაბს ვასვენებთ 5 წუთით! გამოყენებამდე 1-2 წუთი მორევაა საჭირო.
ფისოვანი ცემენტის გამოყენება
დიდი ზომის ფილების გაკვრისას დუღაბი კედელსა და ფილაზე ესმება სრულად. მასის სისქე განისაზღვრება კბილანებიანი მალკით. გაზავებული პროდუქციის გახარჯვის დრო არაუმეტეს 20 წუთია. შოვების შევსებაზე გადასვლის დრო 24-48 საათის შემდეგაა შესაძლებელი.
ტექნიკური მახასიათებლები
ფერი:
ღია ნაცრისფერი
მშრალი ფხვნილის სიმკვრივე:
1.35 ± 0.1 გ/სმ³
მიწებების სიძლიერე:
≥ 0.5 ნ/მმ²
წყლის შეზავების თანაფარდობა:
5.5 - 6.5 ლ
კონტეინერის გაშრობის დრო (მოქმედების ვადა):
≈ 3 საათი
ღია ლოდინის დრო:
30 წუთი
შოვების შევსებაზე გადასვლის დრო:
24-48 საათის შემდეგ
ხანძარზე რეაგირების კლასი:
A1
                           
* ზემოთ მითითებული დროები მოქმედებს 23±2 °C ტემპერატურასა და 50±5% ფარდობითი ტენიანობაზე. მაღალი ტემპერატურის პირობებში დრო კლებულობს, ხოლო დაბალი ტემპერატურის პირობებში იზრდება.

ხარჯვა
კერამიკის ზომა

კბილის ზომა

ხარჯვა
10 სმ x 10 სმ მდე
6 x 6 x 6 მმ
3-4 კგ/მ²
10 სმ x 10 სმ და 20 სმ x 20 სმ შორის
8 x 8 x 8 მმ
4-5 კგ/მ²
20 სმ x 20 სმ და 30 სმ x 30 სმ შორის
10 x 10 x 10 მმ
6-7 კგ/მ² (ორმხრიანი წებოვანისამაგრით)