BETEK FAYFIKS SL-40-ის გამოყენება რეკომენდირებულია სწორი და არა ამტვერებადი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად დახურულ გარემოში, იატაკქვეშა გათბობის შემთხვევაშიც, მხოლოდ მყარ ზედაპირებზე. მოკლე დროში შესაძლებელია დიდი ფართობის დაფარვა, 24 საათის შემდეგ კი ფეხით მოსიარულეთათვის გახსნა. ხარჯვა - ყოველ 1 მმ სისქეზე დაახლოებით 1,5 – 1,7 კილოგრამია მეტრ კვადრატზე.

სამუშაო ზედაპირი
ამტვერებადი ან ფორებიანი ზედაპირი 1 დოზა ლატექსით და 1 დოზა სუფთა წყლით მომზადებული თხევადი ფითხით ფუნჯით ან ლილვაკით უნდა დამუშავდეს. გამოყენებისას ტემპერატურა დასაშვებია +5-დან +30 გრადუსამდე. რეკომენდირებულია წყლის გაჟონვისგან, ძლიერი ქარისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან სულ მცირე 24 საათის განმავლობაში დაცვა.
დუღაბის მომზადება
25 კილოგრამიანი ტომრის გაზავება რეკომენდირებულია 5,5-6 ლიტრ წყალში.
ცემენტის გამოყენება
მომზადებული მასა S ფორმის ნაკეცებად ესხმება იატაკზე და მალკით იშლება სასურველ სისქეზე. ადილები სადაც საჭიროა 8 მმ-ზე მეტი სისქე - პირველი ფენის სრულად გაშრობის შემდეგ იგება მეორე ფენა. მზა დუღაბის კონტეინერში დაცდის დრო 20 წუთს შეადგენს, ხოლო გაზავებული პროდუქციის გახარჯვის დრო არაუმეტეს 15 წუთია. იატაკი გასავლელად ვარგისია 6-8 საათის შემდეგ.

ტექნიკური მახასიათებლები
ფერი:
ნაცრისფერი
მშრალი ფხვნილის სიმკვრივე:
1.35 ± 0.1 გ/სმ³
კუმშვის მედეგობა:
≥ 20 ნ/მმ²
მოღუნვის მედეგობა:
≥ 6 ნ/მმ²
გამოყენების ხანგრძლივობა:
15 წუთი
მზა დუღაბის კონტეინერში დაცდის დრო:
20 წუთი
გასავლელად ვარგისია:
6-8 საათით შემდეგ
               

ხარჯვა
ყოველ 1 მმ სისქეზე დაახლოებით 1,5 - 1,7 კგ/მ².